სარფში ცენტრალური ტრასა არ ჩამონგრეულა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, „ამბები. გე“ -ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სარფში, თურქეთის საზღვართან, ცენტრალური ტრასა ჩამოინგრა, არ შეესაბამება სინამდვილეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და გადაამოწმეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. სარფის ცენტრალურ გზაზე მიწის ვაკისის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია.
როგორც, „ამბები.გე“ -ს წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი შეცდომაში მოქალაქემ შეიყვანა. ხოლო ფოტო, რომელიც გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას თან ახლდა, სავარაუდოდ, ინტერნეტიდანაა მოპოვებული და სარფის ტერიტორიაზე არ არის გადაღებული.