გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო – ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

“მნიშვნელოვანია არა მასობრივი, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია, რომ როგორც ჰოსპიტალიზაცია, ისე ლეტალობა შემცირდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს და მთავარია არა მასობრივი, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია.

„სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს საქართველოში. ზოგადად, რატომ გვაქვს ვაქცინაცია, გარდა იმ სიკეთეებისა, რაც თითოეულ ინდივიდზე ვაქცინაციას გააჩნია და რატომ ხდება იმ რეგულაციების გამკაცრება და ჩაკეტვები, რომელიც მსოფლიოში უკვე ასეთი ხშირია და საქართველოშიც უკვე რამდენჯერმე გვქონდა მსგავსი პრეცედენტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, ვისაც ესაჭიროება, გაეწიოს ჰოსპიტალური დახმარება. სწორედ აქედან გამომდინარე, თუ რომელ ქვეყანას რა რესურსი აქვს, ყველა ქვეყანა გეგმავს გარკვეულ ღონისძიებებს. საქართველოს პანდემიის პირობებში აღმოაჩნდა იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას, ვინაიდან იქ იყო გარკვეული სტანდარტები 100 ათას სულ მოსახლესთან მიმართებაში, როგორც საწოლფონდთან, ასევე, სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად პანდემიასთან ბრძოლისას აღმოვჩნდით კარგ მდგომარეობაში, თუ შეიძლება, ამას ასე ეწოდოს. ჩვენთან პაციენტების 3-ჯერ მეტმა რაოდენობამ მიიღო სამედიცინო მომსახურება და ჯანდაცვის სექტორს ეს არ გაჭირვებია.
ჩვენ დავაკვირდით უკვე საქართველოს მაგალითზე, თუ რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად და ასევე რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად და ჰოსპიტალიზებულთა შორის ვისი ლეტალობაა მაღალი. აქ ცალსახად გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ და ეს ძირითადად არის 60 წელს ზემოთ მოქალაქეები და ისინი, ვისაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არა მასობრივი, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია, რომ როგორც ჰოსპიტალიზაცია, ისე ლეტალობა შემცირდეს. 67% 80 წელს გადაცილებული მოქალაქეების ხვდება ჰოსპიტალში. მათგან რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობაა 15%-ზე მეტი, ხოლო ლეტალობის ალბათობაა 16%-ზე მეტი. შემდეგ ეს ნიშნული იკლებს 70-80 წელს შორის და არის 57,8%, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჰოსპიტალიზაციის ალბათობა 57% არის ძალიან მაღალი და ამასთან მიმართებით 7,64% არის ლეტალობა ამ ასაკში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები