თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო
თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
„უკრაინასა და აშშ-ს ერთნაირი ღირებულებები აქვთ. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიის წინაშე. აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.