1-ელი სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 210 746 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 210 746 აცრა.

მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 802 083 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 28.1%.

“სრულად ვაქცინირებულია 408 663 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 14.3%.

31 აგვისტოს აიცრა 26 201 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები