27 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 095 069 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 095 069 აცრა.
მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 26.3%.
“სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.
26 აგვისტოს აიცრა 26 418 ადამიანი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.