თამარ კილაძე: შიდა ქართლში მერიის წარმომადგენელი, გიორგი როსტომაშვილი მოღალატე გახარიას მარჯვენა ხელის, ასევე მოღალატე გიგი ხოჯევანიშვილის დანიშნული იყო
“შიდა ქართლში მერიის წარმომადგენელი, გიორგი როსტომაშვილი მოღალატე გახარიას მარჯვენა ხელის, ასევე მოღალატე გიგი ხოჯევანიშვილის დანიშნული იყო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, თამარ კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მინდა, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს, რომ შიდა ქართლში მერიის წარმომადგენელი, გიორგი როსტომაშვილი მოღალატე გახარიას მარჯვენა ხელის, ასევე მოღალატე გიგი ხოჯევანიშვილის დანიშნული იყო, რომელიც სამსახურში არასდროს მისულა და ხელფასს ისე იღებდა, რაშიც მთელი ჩვენი საჯარო სამსახური დამემოწმება და ამ ფაქტს დაადასტურებს.
მოახლოვდა არჩევნები, დაურეკეს ან ზეწოლა მოახდინეს და ისიც ხოჯევანიშვილთან ვალში მყოფი, მასთან ანგარიშვალდებული გახარიას პარტიაში წავიდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გამოყვანას ისე ეცდებიან, თითქოს, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთმა პირმა დატოვა და გახარიას შეუერთდა, თუმცა, ეს ჩვეულებრივი ტყუილი და ბლეფია. მისი წასვლა სამსახურს არანაირად არ დაეტყობა, რადგან აქამდეც ხოჯევანიშვილის მიერ ჩანერგილი და უფუნქციო იყო, ახლა კი, უბრალოდ, ისევ გახარიასთან გააფორმებენ”, – წერს კილაძე.