ლევან დავითაშვილი ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ და ყურადღება ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლებებზე გაამახვილა.
„ტერიტორიული სიმცირის გარდა, ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პოტენციალიც ერთიანებს. ჩვენ მზად ვართ ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული საქმიანი ურთიერთობებისთვის. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მიმართულებით ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ფრანსისკო ბუსტილიო ბონასომ.