შსს-მ ეკა მიშველაძის სახლის გაძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის სახლის გაძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ დღეს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი სახლი გაქურდეს.

“ეს რა ქვეყანაა! ეს სად ვცხოვრობთ?! სახლი გამიქურდეს! ამ წამს მოვედი და ღია დამხვდა! მთელი სახლი თავდაყირა! ეს რა მიზნით მოხდა მაგასაც გავიგებ იმედია და ვაი თქვენი ბრალი!”,- დაწერა მიშველაძემ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები