13 აგვისტოს 05:00 საათიდან 08:00 საათამდე თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
13 აგვისტოს 05:00 საათიდან 08:00 საათამდე თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 13 აგვისტოს 05:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.