ამირან გამყრელიძე: დიდ ქალაქებში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი ამცრელი სივრცეებისთვის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა, ამით აცრის მსურველებს პრობლემები არ შეექმნებათ.
მისი თქმით, რამდენიმე დიდ ქალაქში სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნება.
“ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წინადადება შევიტანეთ და საბჭომ მხარი დაუჭირა, რომ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი დიდი ამცრელი სივრცეებისკენ”, – აღნიშნა გამყრელიძემ.