ზაალ ანჯაფარიძე – “ნაცებში” დიდი დუღილი და გაწევ-გამოწევაა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის

„ნიკანორ მელიას გადაწყვეტილება პარლამენტის მანდატის მარტოსულად დატოვებაზე, რომელიც ზოგიერთმა მისიანმა უკვე შეაფასა როგორც “ნახევარქათამა,” სინამდვილეში აჩვენებს რომ მისი გავლენები გუნდში და პარტიაში სუსტდება”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, როდესაც პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე ტოვებს მანდატს, წესით მას ფრაქციაც უნდა მიყოლოდა.

„სინამდვილეში კი სურათი უფრო მძიმეა. “ნაცებში” დიდი დუღილი და გაწევ-გამოწევაა (როგორც ინსაიდერები ამბობენ) შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. ანტი-მიშელისტებს კი ნიკანორ მელია, მეთაურობს. ისიც გასაგებია რატომაც არ სურს ხელმოწერა, რადგანაც ამნისტიის შედეგად, ისტორიაში კრიმინალად შედის.
ნიკანორის ეს ვითომ “განწირული” ნაბიჯი “ვერ დამიჭერთ” და “არ გადავიხდი”-ს ნაცნობი სერიალიდან არის და ამით უნდა აპრიორი წაგებული არჩევნების წინ რაღაც მაინც მოხიკოს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები