თეა წულუკიანი: აღვადგენთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული, ვგულისხმობ სამეცნიერო საქმიანობას

“ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული. ვგულისხმობ სამეცნიერო საქმიანობას, მეცნიერები და მეცნიერება იქნა დაკნინებული და მათი როლი დამცირებული”,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს.

„ათი წლის თავზე ხელშეწყობილი იქნება სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც, ტაბუ ვერ იქნება. ეს სიტყვები – წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად ამოიძირკვა კულტურის დარგში. ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი იქნება მაქსიმალურად ხელშეწყობილი. ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული. ვგულისხმობ სამეცნიერო საქმიანობას, მეცნიერები და მეცნიერება იქნა დაკნინებული და მათი როლი დამცირებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები