„ტაბულა“ პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს
ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“ პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
„ორკების პროკურატურა გვაწუხებს ტაბულას, მასალა მოგვეცით 5 ივლისისო. თქვე იდიოტებო – რა მასალაც გაქვთ, ჯერ იმით დააკავეთ ხალხი, ონლაინ ყრია. დააკავეთ მორგოშია, დააკავეთ მახარაძე – რომლებმაც სირცხვილიას დარბევა დააორგანიზეს და კაცი მოკვდა შედეგად. ორკებთან თანამშრომლობას და ბოროტმოქმედებთან კონსტრუქციულობას – ვითომ მუშაობთ, არ ვაპირებ. ნახუი!“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე.