დავით ზალკალიანი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

მინისტრმა „ფაიზერის“ ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

“ჩვენი თანამშრომლების 90 პროცენტი უკვე აცრილია. რამდენიმე დღის წინ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” 500 000 ვაქცინა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო”,- აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები