კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 676, აჭარაში – 224, იმერეთში – 84
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარაში – 224, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 45, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 65, კახეთში – 62, მცხეთა-მთიანეთში -35, სამცხე-ჯავახეთში – 19, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 870, აჭარაში – 497, იმერეთში – 661. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 459, აჭარაში – 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 – თბილისში, 523- აჭარაში. 16 546 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.