მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი გაიმართება

25 ივლისი, 15:00 – 21:00 საათი –  კვირას, მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა ყველი, თაფლი, ჩაი და სხვა ადგილობრივი ნაწარმი!

მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე მნახველებს უმასპინძლებენ გამოცდილი მეყველეები, მეფუტკრეები და სხვასხვა რეგიონში მოღვაწე მეწარმეები.

ფესტივალზე ასევე მოეწყობა საინტერესო პერფორმანსები, ყველის ამოყვანის მასტერ-კლასები, დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი USAID-ის „ზრდა“ პროექტის და მთაწმინდის პარკის მხარდაჭერით, საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთანება „გილდიის“ და მისი ხელმძღვანელის ანა მიქაძის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები