კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 030, აჭარაში – 299, იმერეთში – 190

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 061 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარაში – 299, იმერეთში – 190, ქვემო ქართლში – 120, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 89, კახეთში – 128, მცხეთა-მთიანეთში – 62, სამცხე-ჯავახეთში – 41, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 957 საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 805, აჭარაში – 451, იმერეთში – 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში – 449, აჭარაში – 65, იმერეთში -220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 5, იმერეთში – 12. 1 697 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 908 – თბილისში, 499- აჭარაში. 17 191   პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები