ამირან სალუქვაძე: როცა მცირეწლოვან ბავშვებს ატერორებენ, როცა ფარულ გადაღებას ცდილობენ, იმ ამორალური და აღვირახსნილი ქმედებების გაგრძელებაა, როცა ტოტალურად უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ

როცა მცირეწლოვან ბავშვებს ატერორებენ, როცა ფარულ გადაღებას ცდილობენ, იმ ამორალური და აღვირახსნილი ქმედებების გაგრძელებაა, როცა ტოტალურად უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ , – ამის შესახებ პოლიტოლოგი, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ პრემიერთან არსებობს კითხვები, კანცელარიის მისამართი ცნობილია.

“ამას რომ საზოგადოება, მისი აქტიური ნაწილი, არასამთავრობოები, თუ თვლიან თავს დამოუკიდებლებად,, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტთა საზოგადოება, ვინც თავს თავისუფალ ჟურნალისტად თვლის, გაატარებს, ე.ი. მკვდრები ვყოფილვართ.

ბავშვებს ბანაკში ბუჩქებისკენ რომ მიუთითეს, გავატარეთ. კიდევ ბევრი რამ ჩავყლაპეთ.

ე.წ. ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენელს კამილა მამედოვას იძულებით მოუწია ამ საინფორმაციო ტერორზე რეაგირება და ეს აღვირახსნილობა მედიის უფლებებისთვის ბრძოლისთვის არასწორ მეთოდებად შეფუთა.

ორი ათეული წელია ქვეყანაში საინფორმაციო ტერორია. პირველად ვწერ? ჯერ ჩრდილოეთ კორეას გადაუსწრეს ქვეყნის აყვავებულად წარმოჩენაში. თუ ნახავთ 2012 წლის წინასაარჩევნო დებატებს, თავად საუბრობენ ქვეყანას უჭირს, მაგრამ აწი აგაყვავებთო.

წაგებული არჩევნების შემდეგ აგრესიულ საინფორმაციო ტერორზე გადავიდნენ. საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკებად აქციეს. გადავიდნენ ქვეყნის ინტერესების ღიად დაზიანებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

რაც ამ ვიდეოში ხდება, როცა მცირეწლოვან ბავშვებს ატერორებენ, როცა ფარულ გადაღებას ცდილობენ, იმ ამორალური და აღვირახსნილი ქმედებების გაგრძელებაა, როცა ტოტალურად უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ.

ამ კონკრეტულ გადამღებ ჯგუფს რა ამოძრავებს? რითია განპირობებული მათი ასეთი აღვირახსნილობა, ანაზღაურების გამო, თუ დაშინებულები ჰყავთ?

ხომ იციან, რომ ეს არაა ჟურნალისტიკა?

ხომ იციან, რომ არღვევენ ბავშვების უფლებებს, მეტიც, ახდენენ მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ახდენენ მათ დევნას?!

ან რა, სრულწლოვან მოქალაქეებზე შეიძლება მსგავსი დევნის განხორციელება?

მთელი ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე, რათა დაინახონ, რომ მათი ადგილი, ვინც ამ ტელევიზიების უკან დგანან, პოლიტიკაში არაა.

რაც ამ ვიდეოში ხდება, არაა პირველი და ე.წ. ქარტია ვერ შეფუთავს უფლებებისთვის ბრძოლის არასწორ მეთოდებად. ამოსაღებია მთელი არქივები, რასაც მანამდე სჩადიოდნენ.

წინა პოსტშიც დავწერე ამ თემაზე, რომ თუ პრემიერთან გაქვთ კითხვები, იცით კანცელარიის მისამართი. ოჯახს რა უფლებით უვარდებით?! “- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები