საერთაშორისო გამჭვირვალობის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის თავმჯდომარეს ქაჯი უწოდა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის თავმჯდომარეს ქაჯი უწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“მწერების საშინლად, რომ მეშინია და მათ მოსაკლავად ოჯახის მამაკაც წევრებს ვეძახი, ამ დროს დანაშაულის შეგრძნება მაქვს ყველა იმ ქალის მიმართ, ვისაც მწერების არ ეშინია და ჩემნაირების გამო შეიძლება დასცინონ მანქანას, რომ კარგად ვერ ვაპარკინგებ ამ დროსაც დანაშაულის შეგრძნება მაწუხებს ყველა ქალი კარგი მძღოლის მიმართ და ყველა ცუდი დაპარკინგებისას გულში ბოდიშს ვუხდი ქალთა მოდგმას.
ხოდა, ახლა ამ ორ ქაჯს, რომ ვუყურებ ვფიქრობ ნეტავ ერთი წამით მაინც დაფიქრდნენ და გულში მაინც მოგვიხადეს ბოდიში, ვისაც ძალიან გვინდოდა მეტი ქალი პოლიტიკაში?”, – წერს ლიკა საჯაია.
