თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა

პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა, -ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც „TV პირველის“ ჟურნალისტი პრემიერის არასრულწლივან შვილებს შეკითხვებს უსვამს.

ის აღნიშნულ ფაქტს სიველურეს უწოდებს და წერს, რომ ეს ნორმად არ უნა მივიღოთ.

“ეს იმ სერიიდან არის ოჯახში რომ უვარდებოდნენ, აჰყავდათ და საცვლების ამარა გაჰყავდათ ოჯახის უფროსები საკუთარი შვილების, მეუღლისა და მშობლების თვალწინ. სირცხვილია ხალხო, სირცხვილი! თქვენთვის დარჩა რამე ფასეული?! სად ხარ სახალხო დამცველო ნინო ლომჯარია ხმა ამოიღე თუ „პოლიტიკურად“ ღრმა ძილით გძინავს?! სახლის კართან ჩასაფრებული ჟურნალისტების არაპროფესიული ქცევის „სტანდარტის“ სტრესული ფაქტორების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა.

ემოციური ძალადობის სიმძიმეს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ ემოციური ძალადობის სიმძიმის შეფასებისას მნიშვნელოვანია მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება, მათ შორის ბავშვების ასაკი, ბავშვების ფსიქიკური ადეკვატურობა და სხვა. ფაქტია, პრემიერ-მინისტრის შვილები, ბავშვები, იძულებულნი არიან მოისმინონ საკუთარი მამის მიმართ გაჟღერებული მძიმე და უსამართლო ბრალდებები. პროფესიის მიუხედავად წესით ყველა ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი მათი ფსიქიკისთვის მძიმეა ჟურნალისტებო, გამოდით ველური ჟურნალისტის როლიდან თქვენც ხომ გყავთ ოჯახი და შვილები?! ნუ შევეჩვევით, ნუ მივიღებთ ამ სიველურეს, როგორც ნორმას, ჩვენი ქმედებითა თუ სიჩუმით ნუ გავხდებით ბავშვზე ძალადობის მიმართ ტოლერანტული საზოგადოება“ – წერს მეგრელიშვილი facebook-ის გვერდზე.

ცნობისთვის, „TV პირველი“ პრემიერის არასრულწლივან შვილებს დასდევს და შეკითხვებს უსვამს 11 და 16 წლის ბავშვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები