ივანე ჩხაიძე: ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, იცავს ადამიანს “დელტა ვარიანტით” ინფიცირებისგან
“ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, “დელტა ვარიანტს” სწრაფი ზრდის პირობებში ეს არის არასწორი”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს აქვს, დაახლოებით, ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლით იცავს ინფიცირების მძიმე ფორმისგან.
„ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას. “დელტა ვარიანტს” სწრაფი ზრდის პირობებში ეს არის არასწორია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, იცავს ადამიანს “დელტა ვარიანტით” ინფიცირებისგან, სხვადასხვა პროცენტით, მაგრამ ყველა იცავს. Pfizer-ის ვაქცინა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პროცენტით ეფექტიანია, ვიდრე სხვა ტიპის ვაქცინები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა, არამედ – ვაქცინის გაკეთების ძირითადი მიზანი – დაგვიცვას მძიმე შემთხვევებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, გარდაცვალებისგან“, – განაცხადა ჩხაიძემ.