გრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდა და გადადგომა უნდა ისწავლოს
“ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდა და გადადგომა უნდა ისწავლოს”, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
მისი თქმით, თავისი პრეტენზიები შარლ მიშელმა ორივე მხარეს წაუყენა.
„არ აქვს მნიშვნელობა, შარლ მიშელი იქნება თუ ვინმე სხვა, მათ ადგილზე დააყენეთ თქვენი თავი და წარმოიდგინეთ, როგორ დაელაპარაკებით იმ პოლიტიკურ კლასს, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველ გუნდს წარმოადგენს თუ ოპოზიციას, რომელიც უშვებს თავის სახელმწიფოში 5-6 ივლისს. ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდა და გადადგომა უნდა ისწავლოს. ის ბავშვური ტიტინი იმაზე, რომ არ ვიცოდით. დიდი ბოდიში ან იცოდით და არ გააკეთეთ, ან არ იცოდით და იმიტომ ვერ გააკეთეთ. ორივე სავალალო შედეგებით მთავრდება და არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. არ ვიცი, ვის მიმართ იყო კრიტიკული, მაგრამ წარმოდგენილი მაქვს, რომ თავისი პრეტენზიები მიშელმა ორივე მხარეს წაუყენა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.