ირაკლი კობახიძე: ამორალურია გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატების პერფორმანსი შეაფასა და მას ამორალური უწოდა.

“პირველ რიგში, მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რაც ვიხილეთ დარბაზში. მეორე – რაც შეეხება იმ ფორმებს და შინაარსს პროტესტის, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური, ამორალურია შინაარსით, როდესაც ხდება გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა, მცდელობა, როდესაც აქვთ ამისი პოლიტიკოსებს, როდესაც ამაში რთავენ რიგით ჟურნალისტებს, ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. ვიდრე არ შეწყდება ეს ამორალური ქმედება, მანამდე, ალბათ, უმჯობესი იქნება არ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს გამოსვლა, მოხსენების დაწყებიდან რამდენიმე წამში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაწყვეტინეს. კერძოდ, მაშინ როდესაც შს მინისტრი ტრიბუნასთან დადგა და განცხადების გაკეთება „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახისადმი სამძიმრით დაიწყო, ტრიბუნასთან მასთან ოპოზიციონერი დეპუტატები, პლაკატებით მივიდნენ. პლაკატებზე ერთი მხრივ, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული, მეორე მხრივ კი ირაკლი ღარიბაშვილის, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „გადადგეს ღარიბაშვილი“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები