პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან აქტივისტებმა ბანერი წარწერით “ლექსოს რომ კლავდნენ, სად იყავით?” გააკრეს
სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან, ჩიტაძის შესასვლელთან ბანერი წარწერით „ლექსოს რომ კლავდნენ, სად იყავით?“ გააკრეს.
ცნობისთვის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს გამოსვლა, მოხსენების დაწყებიდან რამდენიმე წამში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაწყვეტინეს.
კერძოდ, მაშინ როდესაც შს მინისტრი ტრიბუნასთან დადგა და განცხადების გაკეთება „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახისადმი სამძიმრით დაიწყო, ტრიბუნასთან მასთან ოპოზიციონერი დეპუტატები, პლაკატებით მივიდნენ. პლაკატებზე ერთი მხრივ, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული, მეორე მხრივ კი ირაკლი ღარიბაშვილის, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „გადადგეს ღარიბაშვილი“.
ამ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.