“ლექSOSთვის” – ზუგდიდში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს
“ლექSOSთვის”- ზუგდიდში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლებმა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს, მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
მათ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.