პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.
“ძალიან დიდი სურვილი გვაქვს შევიდეთ პარლამენტში და დავსვათ კითხვები. ვნახოთ რამდენი მინისტრი ივლის კედელ-კედელ და დაემალება ჟურნალისტებს”,- განაცხადა „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში დღეს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
შს მინისტრი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.