საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თემაზე – “კერძო სექტორის როლი პროფესიულ განათლებაში” სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თემაზე – “კერძო სექტორის როლი პროფესიულ განათლებაში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა – სექტორული ბიზნეს ასოციაციებისა და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობის არსებული პრაქტიკის, წარმატებული ქეისებისა და გამოწვევების გაზიარება დაინტერესებული მხარეებისათვის; ასევე კერძო სექტორის, უნარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სექტორული ასოციაციების როლის განხილვა, პროფესიული განათლების განვითარების პროცესში.
“შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული კოლეჯების, სექტორული ასოციაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრის თემატიკის ფარგლებში დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. მათ შორის განიხილეს ბიზნეს გაერთიანებებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.
ღონისძიება ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.