ამირან გამყრელიძე: ივლის-აგვისტოში „ფაიზერის“ 500-600 ათასი დოზა გვექნება შემოტანილი

“ივლის-აგვისტოში „ფაიზერის“ 500-600 ათასი დოზა გვექნება შემოტანილი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში მილიონზე მეტი „ფაიზერის“დოზა უნდა იყოს შემოტანილი.

„ფაიზერთან“ ხელშეკრულების მიხედვით, ყოველკვირეულად გარკვეული დოზები შემოვა. მომავალ კვირაში კიდევ დამატებით დაახლოებით, ამ მოცულობის ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ივლის-აგვისტოში ჩვენ გვექნება „ფაიზერის“ 500-600 ათასი დოზა. დანარჩენის შემოტანა თანდათან გაგრძელდება და სადღაც, ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში მილიონზე მეტი „ფაიზერის“ დოზა უნდა იყოს შემოტანილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინები შემოვიდა. რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 15:00 საათიდან შეეძლებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები