ნიკა მელია: ეს ხელისუფლება დაისჯება წელსვე

“ეს ხელისუფლება წელსვე დაისჯება”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პანაშვიდზე მისულმა, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ მედიასთან განაცხადა.

“არაფერი სალაპარაკო აქ აღარ არის, ეს ხელისუფლება დაისჯება, დაისჯება. ვერც მოძალადეები, ვერც ზონდერები პარლამენტის შიგნით და გარეთ ამ ხელისუფლებას, ამ რეჟიმს, ვეღარ გადაარჩენენ, ესაა ჩემი კომენტარი, ეს ხელისუფლება დაისჯება წელსვე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიის იმ წარმომადგენელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები