კოვიდ19-ის საწინააღმდეგო, ისრაელის მიერ წარმოებულ ვაქცინას საქართველოსა და უკრაინაში გამოცდიან

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი მათ მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – BriLife-ის კლინიკურ ცდებს აფართოებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან NRx Pharmaceuticals-თან, რომელიც საზღვარგარეთ ვაქცინის ცდებით დაკავდება. კერძოდ, დამატებითი კლინიკური კვლევები ჩატარდება უკრაინასა და საქართველოში, ისრაელის პარალელურად.

აღინიშნება, რომ ეს შექმნის შედეგების საკმარის საფუძველს ვაქცინის წინასწარი რეგისტრაციისა და სხვა ქვეყნებში გამოკვლევების მესამე ეტაპის დასაწყებად.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ვაქცინის შემუშავებას და გახდის ისრაელს საკუთარი პრეპარატის მწარმოებელ ქვეყნად, რომელიც ასევე გაიყიდება.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ცდების დაწყების სავარაუდო თარიღი არ სახელდება, ამიტომ, უცნობია, როდის დაიწყება საზღვარგარეთ პრეპარატის მეორე სტადიის ცდები, როდის დასრულდება და როდის გახდება ცნობილი შედეგი.

აღინიშნება, რომ ისრაელში პრეპარატის ცდის მეორე ეტაპი გასული წლის ბოლოს დაიწყო.

ისრაელის ვაქცინა შეიქმნა არსებული ვირუსის საფუძველზე (ვეზიკულური სტომატიტი), რომელზეც, გენეტიკური ინჟინერიის დახმარებით, გაზარდეს უჰანის კორონავირუსის მწვავე ცილა, რომელიც საშუალებას აძლევს ვაქცინას, შეაღწიოს სხეულის უჯრედებში და გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია – ანტისხეულების წარმოქმნა.

ვაქცინის სახელწოდებაა BriLife.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები