არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: 2 ათასი მღვდლიდან თუ 5 აშავებს, 1995-მა რა დავაშავეთ?
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ის ყოველგვარ ძალადობას გმობს.
მისი თქმით, ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
“2 ათასი მღვდლიდან თუ 5 აშავებს, 1995-მა რა დავაშავეთ? იუდათი ხომ არ უნდა განსაზღვროთ 12 მოციქული. სასულიერო პირმა თუ კანონი სახელმწიფოს წინაშეც დაარღვია, ისიც უნდა დაისაჯოს. ჩვენ ქვეყანაში მოძალადეები არ არსებობენ? ბუნებრივად, ან შინაგანად. მე თუ რამე გადაცდომა მექნება, მაგებინეთ პასუხი, გთხოვთ, სხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ”, – ამბობს არქიმანდრიტი იოანე.