ეროვნულ სასახლესა და „ჯეოქეისს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისსა“ და “ეროვნულ სასახლეს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც “კვირას” ეროვნული სასახლიდან აცნობეს, მემორანდუმს, რომლის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამების ერთობლივი განხორცილება, ქართული კულტურის პოპულარიზება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
შეხვედრაზე გაიმართა ანალიტიკური ორგანიზაციის სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ კურსადმთავრებულთა სერთიფიკატებით დაჯილდოვება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული სასახლის ადმინისტრაციის პერსონალი და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიმართულებების ხელმძღვანელები. ასევე „ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში – „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან.