პირველი არხის ოპერატორს თვალებში ქიმიური ხსნარი შეასხეს – თბილისში გუშინდელი ძალადობისას დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე კლინიკებშია

თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს, აგრესიული თავდასხმების შემდეგ დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე კლინიკებში რჩება.

დაშავებულების უმეტესობა მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან.

ორს, მათ შორის, “პალიტრა ნიუსის” ოპერატორს, რომელსაც თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა – ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასევე, პირველი არხის ოპერატორს დაზიანებული აქვს თვალები, მას ქიმიური ხსნარი შეასხეს.

ამასთან, ალადაშვილის კლინიკაში კიდევ 2 დაშავებული პირი იმყოფება.

“ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობას 2 პირი – ვახტანგ ქარელი და გიორგი ნიკოლიშვილი განაგრძობს. შედარებით საყურადღებო კი ნიკოლიშვილის მდგომარეობაა, ვინაიდან მისი დიაგნოზია ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. ის ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმალება,”- აცხადებს ექიმი-ნევროლოგი მზია თხელაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები