ლევან დავითაშვილი: მიუღებელია ადამიანების მიმართ ძალადობა, როდესაც ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, მედიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ
” მიუღებელია ადამიანების მიმართ ძალადობა, როდესაც ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, მედიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შსს გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია.
„სამწუხაროდ, ყველა არ არის მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანაში არ მოხდეს სიტუაციის დაძაბვა. რეალურად, ჩვენ დავინახეთ, რომ მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომლის მასშტაბებიც შეიძლება, უფრო დიდი ყოფილიყო. მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოხატვა ნებისმიერი პირის მიმართ, განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანების მიმართ ძალადობა, როდესაც ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, მედიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ შსს გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და თუ დამნაშავე გამოიკვეთა, უნდა მოხდეს ამ პირების იდენტიფიცირება. იმედი მაქვს, დღე ისე ჩაივლის, რომ პოლიციის ძალები შეძლებენ სიტუაციის კონტროლს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება არამიზანშეწონილად მიაჩნია.