დავით მათიკაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი სრულ შესაბამისობაშია შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებასა და სულისკვეთებასთან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი სრულ შესაბამისობაშია შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებასა და სულისკვეთებასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.

„დღევანდელი პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობა არის შემდეგი – შარლ მიშელის დოკუმენტში აბსოლუტურად გათვალისწინებულია ყველა ვალდებულება, რომელიც ხელმომწერმა მხარეებმა აიღეს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ აღებული ვალდებულება შეასრულა, შესაბამისი რეფორმა განახორციელა, დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და მხოლოდ შემდგომ გაგრძელდა ის პროცედურა, რომელიც სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტით იყო „ქართული ოცნების“ მიერ აღებული ვალდებულება. პროცესი წარმოადგენს სრულ შესაბამისობას იმ აღებულ ვალდებულასა და სულისკვეთებასთან, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები