თამარ გაბუნია: ცხადია, ვაქცინებზე ჯავშნების გაუქმება ხარვეზია, რასაც სამინისტროს მხრიდან პასუხი მოჰყვა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ,,ასტრაზენეკას” ვაქცინაზე ჯავშნების გაუქმება ხარვეზია, რასაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პასუხი მოჰყვა.
„რა თქმა უნდა, ჯავშნების გაუქმება ხარვეზია და ჩვენთვის არცერთ შემთხვევაში ნამდვილად არ არის მისაღები, როდესაც მოქალაქე მიდის აცრის ცენტრში, გეგმავს, ჩაიტაროს აცრა და ის ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ დოზებს. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ხარვეზია, რასაც მოჰყვა ჩვენი პასუხი – აუდიტის სამსახურის მობილიზება, რათა ყველა დონეზე ასეთი ხარვეზების რისკები შეფასდეს და მოხდეს გადაზღვევა“, – აღნიშნა გაბუნიამ.