თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, სიკვდილიანობის ზრდა და შემთხვევების მატება “ინდურ შტამს” უკავშირდებოდეს
ცარ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას უკავშირდება, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს.
„ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის. ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას უკავშირდება, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.