მეხანძრე-მაშველებს კრიზისში მყოფი ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური მიდგომების შესახებ ტრენინგები უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის, კრიზისში მყოფი ადამიანებისთვის ეფექტიანი სამაშველო და პრევენციის ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, ტრენინგ-შეხვედრები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასეთ შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი სასწავლო მოდული, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სპეციალურად მეხანძრე-მაშველებისა და მათი სპეციფიკური სამუშაო გარემოსთვის შემუშავდა.
სწავლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფსიქოლოგები უძღვებიან. შეხვედრების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველები კრიზისში მყოფ ადამიანებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ელემენტებს ეუფლებიან.
ტრენინგ-შეხვედრების მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ჩამოუყალიბდეთ ხედვა, მიდგომების უნივერსალური მეთოდების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფსიქოლოგის კაბინეტი 2019 წლიდან ფუნქციონირებს. მეხანძრე-მაშველებს საშუალება აქვთ, სპეციალისტებთან შეხვედრები დაგეგმონ როგორც ჯგუფურად, ასევე – ინდივიდუალურად.
მეხანძრე-მაშველებთან ფსიქოლოგების მუშაობა განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მიღებული და საჭირო პრაქტიკაა.
მსგავსი შეხვედრები თითოეულ თანამშრომელს სტრესულ სამუშაო გარემოსთან გამკლავებაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები