მამუკა მდინარაძე: ტყუილია დამთხვევა, რომ 3 000-მდე მაღალი კლასის სასტუმროში, ვაშინგტონში შემთხვევით ერთსა და იმავე დროს ერთმანეთს დაემთხვნენ გახარია და “ნაცმოძრაობის” ლიდერი
„ტყუილია დამთხვევა, რომ 3 000-მდე მაღალი კლასის სასტუმროში, ვაშინგტონში შემთხვევით ერთსა და იმავე დროს ერთმანეთს დაემთხვნენ გიორგი გახარია და ,,ნაცმოძრაობის,, ლიდერი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ტყუილი, იცით, რა არის? ტყუილია დამთხვევა, რომ 3 000-მდე მაღალი კლასის სასტუმროში, ვაშინგტონში, შემთხვევით ერთსა და იმავე დროს ერთმანეთს დაემთხვნენ თქვენი დღევანდელი ლიდერი და ,,ნაცმოძრაობის,, ლიდერი. ტყუილია დამთხვევა, 2-3 დღეს რომ იძახდა გახარიაც და სააკაშვილიც, ესენი დაემთხვა ერთმანეთს. ეს დამთხვევებია ტყუილები, ისევე, როგორც ხაზარაძის შემთხვევაში დამთხვევაა, თურმე 17 მილიონი იმ დღეს გამოუტანია და ბედზე დაურეკა ხომ არ გაქვსო და კიო. აი, ასეთი დამთხვევებია ტყუილი, ის დამთხვევაა ტყუილი, რომელიც თითქოს არაფერ შეხებაში არ იყო ,,ნაცმოძრაობასთან,, და, მათ შორის, სალომე სამადაშვილთან და ერთერთი ტელევიზიის კადრში რომ ჩანს, სალომე სამადაშვილი რომ მოდის და დაინახავს კამერასთან მდგომ გახარიას და რომ გარბის თავქუდმოგლეჯილი, ეს დამთხვევაა ტყუილი რომ ერთად არ იყვნენ იქ და არაფერს ერთად არ აკეთებდნენ. მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა. ამ დამთხვევით რომ გადათვალო, პროცენტული მაჩვენებელი არის 0.37 %-ია და მე მჯერა 99, მეათედი და მეასედი პროცენტების“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.