ოხანაშვილმა ოპოზიციას მათი ხელისუფლების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევები შეახსენა – “სტრასბურგის სასამართლომ დაგვაკისრა და ვიხდით 8 მილიონს”
“თქვენ დაგვიტოვეთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით რვა მილიონ ლარზე მეტი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა და ოპოზიციას მათი ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევები შეახსენა.
მისი თქმით, ამ დარღვევების გამო, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს გადასახადი დააკისრა.
,,თქვენ დაგვიტოვეთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით რვა მილიონ ლარზე მეტი. თქვენი ხელისუფლების დროს ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა გადასახადი”, – მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციას.