თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა

პარლამენტმა თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განსაზღვრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

“თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა, კერძოდ: სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ერთი წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია, მაგრამ 14 ათასს არ აღემატება.
მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ორი წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 14 ათასზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს სამი წევრი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო კოდექსის 140-ე მუხლში შეიტანა. კომიტეტმა, დღეს კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენისთვის განიხილა, მანამდე მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისთვის გადადებულ 140 -ე მუხლში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები