თბილისში ახალი სათეატრო სივრცე გაიხსნა

„მაჩაბლის დასი ვერაზე“ – ასე ერქმევა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სივრცეს, რომელიც პირველ მაყურებელს პეტრიაშვილის 7 -ში ღია ცის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილ სივრცეში 25 ივნისს მიიღებს, რომელიც 100 მდე მაყურებელს დაიტევს.

ღია სცენაზე, 25 ივნისს ცხინვალის დრამატული თეატრი გოჩა კაპანაძის სპექტაკლს „ჯაყო“ წარმოადგენს, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მიხედვით დადგა. ახალი სათეატრო სივრცე, ყოფილი ტანვარჯიშის სკოლა, ცხინვალის თეატრს 2 წლის წინ გადაეცა და უკვე მზად არის რეაბილიტაციის პროექტიც, მანამდე კი, დასი მუშაობას არ წყვეტს და ამ შენობის ღია სივრცეში წარმოდგენებს მუდმივად გამართავს.
სპექტაკლი 19.00 საათზე დაიწყება და მასში ცხინვალის თეატრის მსახიობების ყველა თაობა მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები