კახა კუჭავა თომას გარეტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „დემოკრატიათა თანამეგობრობის” გენერალურ მდივანს, თომას გარეტს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ყურადღება 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თავმჯდომარეობით, კოალიციის სამუშაო ჯგუფის , „დემოკრატია და ტექნოლოგიები” მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე გამახვილდა.

ამსთან, ხაზგასმით აღინიშნა არჩევნებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა და ამ მიმართულებით საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები.

მათივე ცნობით, კახა კუჭავამ თომას გარეტს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა, ასევე იმსჯელეს პარლამენტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაძლიერების შესახებ.

როგორც შეხვედრის დასასრულს „დემოკრატიათა თანამეგობრობის” გენერალურ მდივანმა აღნიშნა, საქართველოს გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები