საქართველოს პარლამენტის სასახლეში საექსკურსიო ტურები განახლდება

საქართველოს პარლამენტის სასახლის დათვალიერების, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის გაცნობის მსურველებისთვის, 18 ივნისიდან საექსკურსიო ტურები განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საექსკურსიო ტურის დასაგეგმად, 3 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაცია (ორგანიზაციის დასახელება; ექსკურსიის მსურველთა სია (მაქსიმუმ 30 ვიზიტორი); საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: tours@parliament.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: (032) 2 28 16 93 / (032) 2 28 16 90“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები