Ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

18 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიას უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება. ამ ეტაპზე უკვე შეიცვალა წყალსადენის 1.2 კმ სიგრძის და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე მოეწყო ახალი განშტოებები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით კომპანია გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 18 ივნისს 24 საათიან რეჟიმში ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით 18 ივნისის დილის 11:00 საათიდან 19 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

გურამიშვილის გამზირის N1-N 27, N 2-N 30, ც. დადიანის გამზ. N 34-ის კორპუსებს, N13- 323, N 18-N 160, ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, ე. მანჯგალაძის, მ. ქავთარაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის(კონსკაიას ქ); სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელის, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი და რიონჰესის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები