კელი დეგნანი: ძალიან ვაფასებთ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაში საქართველოს პრემიერმინისტრის როლს

“აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას. ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას.

ელჩის თქმით, ძალიან აფასებენ ამ პროცესში პრემიერმინისტრის როლს.

„როგორც ვთქვით, აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას. ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პრემიერმინისტრის, საქართველოს როლს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება რეგიონის სტაბილურობისთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს. ეს ასევე გულისხმობს რეგიონის კეთილდღეობას. აშშ-ის მთავრობა ამაყი იყო, რომ ნახა ასეთი წარმატებული შედეგი, რაც აგზავნის ძალიან ძლიერ მესიჯს – სტაბილურობის, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, რომ ეს გრძელი კონფლიქტი დაასრულოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები