შოპინგის ახალი კონცეფცია საქართველოში: თბილისი აუთლეტ ვილიჯმა უცხოური ბრენდების ნაწილი უკვე წარადგინა

თბილისთან ახლოს, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ E60 ავტომაგისტრალის მიმდებარედ, გასული წლის შემოდგომაზე კავკასიის რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი გაიხსნა. 

საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე ეს სივრცე მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ გარემოს სთავაზობს, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც ესპანურმა სტუდიამ L35 იმუშავა. პროექტის დიზაინში თანამედროვე ტენდენციები ძველი თბილისის ესთეტიკასთან არის შერწყმული, რაც ლოკაციას ვიზუალურად გამორჩეულ იერსახეს სძენს.

რომელი ბრენდებია წარმოდგენილი „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“?

ვილიჯში ამჟამად 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდია წარმოდგენილი. სივრცე სხვადასხვა სეგმენტისა და სტილის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 

სპორტული და ყოველდღიური სამოსის ხაზიდან ვიზიტორებს Adidas, Puma, Levi’s, Lee, Wrangler, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Lacoste, Jack & Jones, GUESS, Benetton, Sisley, Giordano და Funky Buddha დახვდებათ. 

პრემიუმ და დიზაინერული სეგმენტი ისეთ ცნობილ ბრენდებს მოიცავს, როგორებიცაა Zadig & Voltaire, Monnalisa, Pollini, Bimba Y Lola და Adolfo Dominguez. ამავე სივრცეშია მულტიბრენდული NEW TREND Outlet, სადაც აუთლეტის ფასდაკლებით ხელმისაწვდომია Dsquared2, Marni, Maison Margiela, Sportmax, Coperni, MSGM, Canali, Corneliani, C.P. Company, Eleventy, N°21 და სხვა. 

აქსესუარების შერჩევა Samsonite-ის, Sani Optics-ისა და Shoes Plaza-ს მაღაზიებშია შესაძლებელი, მულტიბრენდულ ფორმატში კი Kids Gallery, Gallery Accent, Salle de Mode, Remember, Regalia და Va Bene ოპერირებს.

უახლოეს პერიოდში არსებულ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე ცნობილი იტალიური ბრენდი, მათ შორის Bikkembergs და Trussardi შეუერთდება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ბრენდები, რომლებიც საქართველოში პირველად სწორედ „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ სივრცეში გამოჩნდება. პირველი ფაზის ექსკლუზიურ ბრენდებს შორის არის ესპანური Bimba Y Lola და Adolfo Dominguez.

რა შეთავაზებები მოქმედებს და როგორია აუთლეტ ფასები ვილიჯში?

„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ მთავარი უპირატესობა მუდმივი ფასდაკლებებია. ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე მაღაზიებთან შედარებით აქ ფასები 30%-დან 70%-მდე დაბალია. ამგვარი სხვაობა გასული სეზონების კოლექციებითა და სპეციალური აუთლეტ პროდუქციით აიხსნება.

ფასთა სხვაობა ხარისხის ცვლილებას არ გულისხმობს. აუთლეტ ვილიჯში წარმოდგენილი ნივთები ავთენტურია და ბრენდის სხვა მაღაზიებში არსებული პროდუქციის ხარისხს ინარჩუნებს. 

შოპინგს მიღმა: გასტრონომია, ბავშვთა ზონა და ღონისძიებები

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ სტუმრებს გასტრონომიულ მრავალფეროვნებასაც ჰპირდება. აქ განთავსებულ კვების ობიექტებში ქართული თუ საერთაშორისო სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი. სამომავლოდ პროექტს მცირეწლოვანი ვიზიტორებისთვის განკუთვნილი ინტერაქციული სივრცეც დაემატება, სადაც ბავშვები დროს უსაფრთხოდ და მხიარულად გაატარებენ მანამ, სანამ მშობლები შოპინგით იქნებიან დაკავებულნი.

წლის განმავლობაში ვილიჯი მრავალფეროვან სეზონურ აქტივობებსაც უმასპინძლებს. კალენდარი მოიცავს შოპინგ ფესტივალებს, საშობაო ბაზრობებს, ცოცხალი მუსიკის საღამოებს, ქუჩის ხელოვნებისა და კულინარიულ ფესტივალებს.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნით საქართველოს რითეილ რუკაზე ახალი ტიპის ლოკაცია გამოჩნდა. ის შოპინგს, გასტრონომიასა და დასვენებას ერთ სივრცეში აერთიანებს და ამ დრომდე მისი ანალოგი კავკასიის რეგიონში არ მოიძებნება. 

ბრენდების სრული სიის, აქტიური შეთავაზებების, სამუშაო საათებისა და ვიზიტის დაგეგმვის სხვა დეტალების სანახავად ესტუმრეთ „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ოფიციალურ ვებგვერდს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები