„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორი: „კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებით შევძელით ანაკლიის პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით, თუმცა ხარისხი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისგან – მობილიზაცია/პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება, მობილიზაცია/პროექტირება დასრულებულია და შესაბამისად სამუშაოები გადავიდა აქტიურ რეჟიმში” – ამის შესახებ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ განაცხადა, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ანაკლიის პორტში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

როგორც ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფომ კონტრაქტორ კომპანიასთან ეფექტიანი მოლაპარაკებით შეძლო პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია დაახლოებით 52 მილიონი აშშ დოლარით.

„საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეული ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ევროპული ბაზრის „დიდი ოთხეულის” წევრია, რაც ხარისხისა და გარანტიის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ კონტრაქტორთან და შევძელით ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით, თუმცა, პროექტის პარამეტრებს ცვლილება არ შეხებია, ხარისხი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არის შესაძლებელი მაღალი ხარისხის და სტანდარტის მიღება ბიუჯეტის ეფექტიანი გამოყენებით ” – აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები