გიორგი ჩაკვეტაძე – იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს
“მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
„ყოველთვის, როდესაც იქნება დეზინფორმაცია, ფაქტების დამახინჯება, მცდელობა, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, პერსონალური სანქციები და სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დასჯის მოთხოვნა – ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა დეპუტატ რასა იუკნევიჩიანეს მოხსენებას მხარი დაუჭირა.