თენგიზ შარმანაშვილი – მეუფე ზენონზე: მღვდელმთავარია და თვითონ მღვდელმთავრები მიუჩენენ მას თავის ადგილს

“მღვდელმთავარია და თვითონ მღვდელმთავრები მიუჩენენ მას თავის ადგილს,”- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მეუფე ზენონზე საუბრისას განაცხადა.

“არ მინდა, ღრმად შევიდე შეფასებებში, იმიტომ, რომ მღვდელმთავარია და თვითონ მღვდელმთავრები მიუჩენენ მას თავის ადგილს, თუმცა მისი დამოკიდებულება სინოდის დანარჩენი წევრებისადმი, რომელსაც ჩირქსა სცხებს, ეს როგორ შეგიძლია შევაფასოთ – ზეგავლენას დანარჩენი სინოდის წევრები კი არ განიცდიან, ის განიცდის,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, მეუფე შიოსა და პატრიარქის არჩევნების პროცესზე განცხადებები “TV პირველის” ეთერში მეუფე ზენონმა გააკეთა და თქვა, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები